"სერია ა-ზე მეტად კვარაცხელიას სხვა ორი ჩემპიონატი უფრო მოუხდება", - სიომინი
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"კვარაცხელიას სახელს უკავშირებენ სერია ა-ს გუნდებს, თუმცა ჩემი აზრით, კალჩოზე მეტად მას ლა ლიგაში ან ერედივიზიონში თამაში უფრო მოუხდება.
აღნიშნულ ჩემპიონატებში ქადაგებენ შემტევ ფეხბურთს, რაც ნებისმიერი ახალგაზრდა ვინგერისთვის უბრალოდ მისწრება არის.
ვფიქრობ, ქართველი გარემარბი არც იტალიაში დაიკარგება და ის იქ მირანჩუკზე უფრო მარტივად შეძლებს დამკვიდრებას.
ბევრი რამ იქნება დამოკიდებული როგორც კლუბზე, გარემოს შექმნის მხრივ, ისე თავად ხვიჩაზე", - განაცხადა რუსმა დამრიგებელმა.
ასევე იხილეთ:
ბაიერნი კვარაცხელიას ტრანსფერის ორ ვარიანტს განიხილავს - გერმანული პრესა
რა ღირს კვარაცხელია და არსებობს თუ არა დაინტერესება ბაიერნის მხრიდან? - რუბინის დირექტორის პასუხი