ავტორიზაცია

რა ღირს კვარაცხელია და არსებობს თუ არა დაინტერესება ბაიერნის მხრიდან? - რუბინის დირექტორის პასუხი

რა ღირს კვარაცხელია და არსებობს თუ არა დაინტერესება ბაიერნის მხრიდან? - რუბინის დირექტორის პასუხი
თარიღი 05 აპრ 2021, 11:00

ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ სიამანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას მიუნხენის "ბაიერნში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა:

"რა ღირს კვარაცხელია? კონკრეტული თანხის დასახელებისგან თავს შევიკავებ. მისი ტრანსფერის შესახებ ვისაუბრებ მხოლოდ გარიგებით დაინტერესებულ პირებთან.

რაც შეეხება ბაიერნის ინტერესს ქართველი ვინგერის მიმართ, ამ კლუბიდან რუბინს არავინ დაკავშირებია", - განაცხადა რუსმა ფუნქციონერმა.

შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერს" ყაზანელთა გარემარბის სახელი რამდენიმე ავტორიტეტულმა გერმანულმა წყარომ დაუკავშირა.

გერმანიაში ვარაუდობენ, დუგლას კოშტას ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნების შემდეგ, მის ადგილს სწორედ 20-წლის ფლანგელი დაიკავებს.

"წითლების" გარდა, რუსული გუნდის 21-ე ნომრის სახელს უკავშირებენ ტურინის "იუვენტუსს", "მილანს", "ნაპოლის", დორტმუნდის "ბორუსიას" და "სევილიას".

ასევე იხილეთ:

ესპანური პრესა კვარაცხელიას ლა ლიგაში შესაძლო ტრანსფერის შესახებ: "ეს უკვე სერიოზულია"

გერმანული პრესა ბაიერნის ხვიჩასადმი ინტერესის შესახებ: "დევისის შემდეგ, ახალი პროექტის ნაწილი კვარა უნდა გახდეს"