ესპანური პრესა კვარაცხელიას ლა ლიგაში შესაძლო ტრანსფერის შესახებ: "ეს უკვე სერიოზულია"
"სოჭის" კარში გატანილი ულამაზესი გოლის შემდეგ, ყაზანის "რუბინის" ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ესპანეთში კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ.
ქართველ გარემარბზე ისაუბრა Cadena Ser-ის სატრანსფერო ექსპერტმა, ბრუნო ალემანიამ, რომელმაც საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"რუბინისა და სოჭის შეხვედრას ვნახავთ ამაღამ ან დილით, ეს ყველაფერი უკვე საკმაოდ სერიოზულად არის, კვარაცხელია გვაოცებს".
შეგახსენებთ, რომ ესპანური პრესის ინფორმაციით, ლა ლიგიდან რუსული გუნდის ფლანგელის მისამართით აქტიურ დაინტერესებას "სევილია" იჩენს.
ანდალუსიური გუნდი 20-წლის შემტევის გადმობირების გეგმაზე ამუშავდება მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხას მოითხოვენ "წითელ-მწვანეები" თავიანთი 21-ე ნომრის სანაცვლოდ. არსებობს მოსაზრება, რომ კვარა 20-25 მილიონად გაიყიდება.
ასევე იხილეთ: