VIDEO: ხვიჩა ბაიერნში? - გავიხსენოთ სხვა ქართველის შოუ, რომელიც სწორედ მიუნხენელებისა და სანიოლის თვალწინ დაიდგა
როგორც მოგეხსენებათ, გერმანული პრესა მიუნხენის "ბაიერნს" უკავშირებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელს.
გერმანელები წერენ, რომ ქართველი გარემარბი იქნება დუგლას კოშტას შემცვლელი და ალფონსო დევისის შემდეგ, "რეკორდმაისტერის" კიდევ ერთი სუპერტალანტი.
ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმისგან, იქამდე კი გავიხსენოთ სხვა ჩვენი თანამემამულე, ლევან კობიაშვილი, რომელმაც თავისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გოლი სწორედ "წითლებს" გაუტანა.
2006 წელი - გელზენკირხენის "შალკე" მასპინძლობს "ბავარიას" და ქართველი ნახევარმცველის გასროლის შემდეგ, ანგარიშს 2:0-ს ხდის.
ცნობისთვის, "ალიანც არენას" ბინადრების კარში იდგა ლეგენდარული ოლივერ კანი, მისგან ხელმარჯვნივ კი ვილი სანიოლი თამაშობდა.
ასევე იხილეთ:
"სანჩოსა და კოსტას უკვე სჯობს", - რას წერენ გერმანელი ფანები კვარაცხელიაზე?