ბაიერნი კვარაცხელიას ტრანსფერის ორ ვარიანტს განიხილავს - გერმანული პრესა
ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო სატრანსფერო ციებ-ცხელება არ ცხრება და ამჟამად ვრცელი სიახლე მას bayernstrikes-მა მიუძღვნა:
"ბაიერნი ახალი ვინგერის ძიებაშია და ეს კოშტას იუვენტუსში მოსალოდნელი დაბრუნებით არის გამოწვეული. როგორც ვიცით, მიუნხენელები მას არ გამოისყიდიან.
ერთ-ერთი გარემარბი, რომლის სახელი დაუკავშირეს რეკორდმაისტერს არის კვარაცხელია, რომლის აგენტის განცხადებით, ის მზად არის როგორც წითლებში, ისე რეალში სათამაშოდაც.
ბავარია მართლაც არის დაინტერესებული ქართველი ფლანგელით და კლუბი მის ტრანსფერში განიხილავს ორ ვარიანტს.
პირველი - არაა გამორიცხული, რომ ალიანც არენას ბინადრებმა იყიდონ ხვიჩა, თუმცა ერთი სეზონით ისევ რუბინში დატოვონ, შემდეგ კი დაიბრუნონ.
მეორე - ყიდვა, ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდში მოყვანა, გატესტვა და დადებითი შედეგის შემთხვევაში, მისი დატოვება", - წერენ გერმანელები.
ასევე იხილეთ:
მიზეზი, რის გამოც კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ფინანსურად უფრო ძლიერ იუვენტუსს მილანი ჯობნის
რა ღირს კვარაცხელია და არსებობს თუ არა დაინტერესება ბაიერნის მხრიდან? - რუბინის დირექტორის პასუხი