მიზეზი, რის გამოც კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ფინანსურად უფრო ძლიერ იუვენტუსს მილანი ჯობნის
ყაზანის "რუბინის" ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელს იტალიური პრესა უკავშირებს ტურინის "იუვენტუსს", "მილანსა" და "ნაპოლის".
Onefootball.com-ის ინფორმაციით კი "ბებერი ქალბატონის" ამბიციურობისა და ფინანსური სიძლიერის მიუხედავად, ქართველი გარემარბისთვის ბრძოლაში ფავორიტი "როსონერი" არის.
ამის მიზეზი არის კახა კალაძის კავშირი "შავ-წითლებთან", უფრო კონკრეტულად კი ყოფილ ქართველ მცველთან ისაუბრა მისმა ექს-თანაგუნდელმა, პაოლო მალდინიმ, რომელიც "ეშმაკებში" წამყვან თანამდებობაზე მუშაობს.
აპენინური პრესა კი თავის მხრივ მიიჩნევს, რომ პერსპექტივის თვალსაზრისით რუსული გუნდის ფლანგელისთვის "ბიანკონერიში" გადასვლა იქნებოდა უფრო გამართლებული ნაბიჯი.
ზემოთხსენებული წყარო ხაზს უსვამს "წითელ-მწვანეების" 21-ე ნომრისა და დეიან კულუსევსკის პოტენციური დუეტის ეფექტურობას "სინიორასთვის".
რაც შეეხება ჯენარო გატუზოს გუნდს, შეიძლება ითქვას, რომ "ლურჯები" ჯერჯერობით ვერ ახერხებენ "შავ-თეთრებისა" და ლომბარდიელებისთვის კონკურენციის გაწევას.
ასევე იხილეთ:
რა ღირს კვარაცხელია და არსებობს თუ არა დაინტერესება ბაიერნის მხრიდან? - რუბინის დირექტორის პასუხი
ესპანური პრესა კვარაცხელიას ლა ლიგაში შესაძლო ტრანსფერის შესახებ: "ეს უკვე სერიოზულია"