"დინამოდან არის, როგორც კალაძე", - იტალიელები კვარაცხელიას მილანში შესაძლო ტრანსფერის შესახებ
La Gazzetta dello Sport-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სიახლე მიუძღვნა. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო მომენტებს.
გვარი კვარაცხელია ჟღერს ასე - “Cuarascelia”, ქართულში ასო T არ გამოითქმის. ახლა კი ვისაუბროთ მისი თამაშის ელემენტებზე და თვისებებზე.
ქართველი შემტევი არის დინამო თბილისიდან ისევე როგორც კალაძე, მილანის ყოფილი მცველი და ქალაქ თბილისის ამჟამინდელი მერი.
როგორც ვიცით, როსონერი დაინტერესებულია რუბინის ვინგერით და იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი განხორციელდება, ის იქნება მეორე ქართველი შავ-წითლებში კახას შემდეგ.
20-წლის გარემარბი თამაშობს შეტევის მარცხენა ფლანგზე და ის თავს ყველაზე კომფორტულად 4-3-3-ში ან 4-2-3-1 ტაქტიკაში გრძნობს.
წითელ-მწვანეების 21-ე ნომერმა თავი გაითქვა ჯერ კიდევ ახალგაზრდულ გუნდებში, ევროპული გუნდების რადარზე კი ის მარტის სანაკრებო მატჩების შემდეგ მოხვდა".
ასევე იხილეთ:
"სერია ა-ზე მეტად კვარაცხელიას სხვა ორი ჩემპიონატი უფრო მოუხდება", - სიომინი
ბაიერნი კვარაცხელიას ტრანსფერის ორ ვარიანტს განიხილავს - გერმანული პრესა