მორიგი სატრანსფერო ბომბი იტალიიდან - კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ინტერი და ატალანტა ჩაერთო!
Tuttomercatoweb.com-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას სერია ა-ში კიდევ ორი მსურველი ჰყავს.
"იუვენტუსის", "მილანის", "ნაპოლისა" და "ლაციოს" შემდეგ, ქართველი ვინგერის სახელი "ინტერსა" და "ატალანტასაც" დაუკავშირეს.
იგივე წყაროს თუ დავუჯერებთ, მილანელებმა ყაზანის "რუბინს" უკვე მიმართეს და ტრანსფერი 20 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ამის გარდა, რუსული გუნდის გარემარბის მომავალ კლუბს მოუწევს დამატებითი საკომისიოს გადახდა ფეხბურთელის აგენტისთვისაც.
შეგახსენებთ, კალჩოს გუნდების გარდა, 20-წლის ფლანგელის სახელს აგრეთვე უკავშირებენ მიუნხენის "ბაიერნს", დორტმუნდის "ბორუსიასა" და "სევილიას".
ასევე იხილეთ:
ლორია: "კვარაცხელია მალე დიდ გუნდში წავა"
"დინამოდან არის, როგორც კალაძე", - იტალიელები კვარაცხელიას მილანში შესაძლო ტრანსფერის შესახებ