"ტრავმები თუ არ შეუშლის ხელს, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება", - რუბინის შემტევი კვარაცხელიას შესახებ
ყაზანის "რუბინის" თავდამსხმელმა, ჟორჟე დესპოტოვიჩმა თავისი თანაგუნდელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"კვარაცხელია არის უმაღლესი დონის ფეხბურთელი და იმ შემთხვევაში, თუ მას ტრავმები არ შეუშლის ხელს, ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება.
ქართველი შემტევი საოცრად მოტივირებულია და ის ვარჯიშიდან ვარჯიშამდე იზრდება. ღმერთმა ქნას, ხვიჩას კარიერაში ყველაფერი კარგად იყოს".
შეგახსენებთ, რომ რუსული გუნდის ვინგერის სახელს უკავშირებენ მიუნხენის "ბაიერნს", ტურინის "იუვენტუსს", მილანურ გრანდებსა და კიდევ არაერთ ტოპ კლუბს.
ევროპული პრესა 20-წლის გარემარბის სატრანსფერო ღირებულებად ასახელებს 20-25 მილიონ ევროს, "წითელ-მწვანეები" კი კონკრეტულ რიცხვის გაჟღერებისგან თავს იკავებენ.
"კვარაცხელია ნამდვილი აღმოჩენაა, მას არსად გავუშვებთ", - თათრეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრი
მორიგი სატრანსფერო ბომბი იტალიიდან - კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ინტერი და ატალანტა ჩაერთო!