VIDEO: "ტილო მომეცი ძმაო!", - გავიხსენოთ რუბინის ქართველი ლეგიონერების სანაძლეო და მანქანების რეცხვა
ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო, რომელზეც ის ყაზანის "რუბინის" რამდენიმე წევრის მანქანას რეცხავს.
სინამდვილეში ეს ისტორია მოხდა 2019 წლის ზაფხულში, როდესაც ქართველმა შემტევმა, ზურიკო დავითაშვილსა და ბექა მიქელთაძესთან ივან კონოვალოვთან სანაძლეო წააგო.
სანაძლეოს პირობები იყო ასეთი - იმ შემთხვევაში, თუ რუსი მეკარე აიღებდა ქართველები ლეგიონერების მინიმუმ ერთ პენალტს, ისინი გარეცხავდნენ მის მანქანას.
სამიდან სამი ზუსტად შესრულებული დარტყმის შემთხვევაში კი ქართველი ლეგიონერების მანქანებს უკვე "წითელ-მწვანეების" კიპერი გარეცხავდა.
აღსანიშნავია, რომ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა მხოლოდ დავითაშვილმა, შედეგად, ქართველებს მანქანების რეცხვა არ აცდათ.
კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი სერია ა-ს გუნდი არ არის - იტალიური პრესა
VIDEO: ასე ამხნევებს კვარაცხელია თავის თანაგუნდელებს - სკამზეც კი ყველაზე ენერგიული!