ავტორიზაცია

მანჩესტერის ყოფილი ფორვარდი: "ლინგარდს იუნაიტედში არ დავაბრუნებდი"

მანჩესტერის ყოფილი ფორვარდი: "ლინგარდს იუნაიტედში არ დავაბრუნებდი"
თარიღი 13 აპრ 2021, 15:43

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ენდი კოულმა ჯესი ლინგარდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ლინგარდმა ვესტ ჰემში განათხოვრების წესით გადასვლის შესაძლებლობა გამოიყენა იდეალურად და ახლა ის ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა.

ამის მიუხედავად, ჯესის არ დავაბრუნებდი მანჩესტერში, რადგან ამ გუნდში ის ვერ ახერხებს თავისი პოტენციალის დემონსტრირებას.

იუნაიტედის ადგილზე ლონდონელთა შემტევ ნახევარმცველს გავყიდიდი, რაც შეიძლება სარფიან ფასად", - განაცხადა ინგლისელმა.

ვესტ ჰემში ათამაშებულ ლინგარდს მსურველების რიგი უდგას