ავტორიზაცია

ოქრიაშვილი ანორთოსისს ტოვებს - ქართველი შემტევისთვის ბრძოლაში ფავორიტი უკვე გამოიკვეთა

ოქრიაშვილი ანორთოსისს ტოვებს - ქართველი შემტევისთვის ბრძოლაში ფავორიტი უკვე გამოიკვეთა
თარიღი 13 Apr 2021, 16:01

Alphanews-ის თანახმად, თემურ ქეცბაიასთან ერთად, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ფამაგუსტას "ანორთოსისს" თორნიკე ოქრიაშვილიც დატოვებს.

ქართველ შემტევს ჰყავს რამდენიმე მსურველი, სხვებზე მეტად აქტიურობს კვიპროსის ჩემპიონატის კიდევ ერთი ბინადარი: ნიქოზიას "ომონია".

კვიპროსის ჩემპიონატს ამ დროისთვის 56 ქულით ლიდერობენ სწორედ "მწვანეები", რომლებიც ქეცბაიას გუნდს 5 ქულით უსწრებენ.

შეგახსენებთ, "ანორთოსისის" ათიანი კვიპროსში თამაშობს 2019 წლიდან და ამ დროის შემდეგ მან 33 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოასწრო.

29-წლის თავდამსხმელის გარდა, ფამაგუსტაში ირიცხებიან გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი.

რაც შეეხება "თეთრ-ლურჯების" ქართველ დამრიგებელს, ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ გუნდში გააგრძელებს ის მოღვაწეობას.

ბრწყინვალე შესრულება - ოქრიაშვილმა კვიპროსში გაიტანა

VIDEO: ქეცბაიასა და ქვილითაიას ინციდენტი, ოქრის მომენტები და კოშმარული დაცვა - ხმაურიანი მატჩის სრული მიმოხილვა