მორიგი რეკორდი: ხვიჩა კვარაცხელიას ფასმა 5 მილიონით მოიმატა

ცნობილმა სტატისტიკურმა კომპანია Transfermarket-მა რამდენიმე ფეხბურთელის განახლებული ფასი შემოგვთავაზა.
აღსანიშნავია, რომ 20 წლის ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას ფასმა 5 მილიონით მოიმატა და 15 მილიონი გახდა.
ეს კი რეკორდია, რადგან ამხელა სატრანსფერო ღირებულება ჯერ არცერთ ქართველ ფეხბურთელს არ ჰქონია.
კვარაცხელია ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორის რუსეთის პრემიერ ლიგაში მე-5, საქართველოს ნაკრებში კი პირველია.
შეგახსენებთ, რომ მისი შეძენით "ბაიერნი", "ნაპოლი" და სხვა გუნდები ინტერესდებიან.
კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი სერია ა-ს გუნდი არ არის - იტალიური პრესა
VIDEO: ასე ამხნევებს კვარაცხელია თავის თანაგუნდელებს - სკამზეც კი ყველაზე ენერგიული!