ავტორიზაცია

"ჩემი მანჩესტერში მუშაობის დროს, გუნდში მხოლოდ 4 მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყო", - ფერგიუსონი

"ჩემი მანჩესტერში მუშაობის დროს, გუნდში მხოლოდ 4 მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყო", - ფერგიუსონი
თარიღი 13 აპრ 2021, 20:19

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა, დაასახელა ოთხი მსოფლიო დონის ფეხბურთელი, ვისთანაც უმუშავია.

„თუ გაზეთებს კითხულობთ ან ტელეკომენტატორებს უსმენთ, შეიძლება შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ უამრავი მსოფლიო დონის ფეხბურთელი გყავდა.

არავისი ღირსების შელახვა ან გაკრიტიკება არ მინდა, იმიტომ რომ „იუნაიტედში“ 26 წლის მანძილზე ძალიან ბევრ კარგ ფეხბურთელთან ვიმუშავე. თუმცა, მსოფლიო დონის მხოლოდ ოთხი იყო: კანტონა, გიგსი, რონალდუ და სქოულზი.

მათ შორის, კრიშტიანუ საახალწლო ნაძვისხის დამაგვირგვინებელი ვარსკვლავის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

ახალგაზრდა რაიანი და სქოულზი ფანტასტიკურები იყვნენ, მაგრამ ყველაზე მეტად მათ საფეხბურთო ხანგრძლივობა გამოარჩევდათ. პრემიერ ლიგას მათნაირი აღარავინ ჰყოლია. რონალდუ კი - უბრალოდ გენიალური ფეხბურთელია.“ - ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს Daily Star.

„მანჩესტერ იუნაიტედი" ფერგიუსონმა 2013 წელს დატოვა და მას შემდეგ, გუნდს პრემიერ ლიგა არცერთხელ არ მოუგია.

"საბოლოო ჯამში, ეს ტრანსფერი კატასტროფად იქცა", - ფერგიუსონმა კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შენაძენი დაასახელა