10 ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი ამ დროისთვის
წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირადღირებულ 10 ქართველ ფეხბურთელს Transfermarkt-ის ვერსიით. რთული გამოსაცნობი არ არის, რომ პირველ ადგილს იკავებს ყაზანის "რუბინის" შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია (15 მილონი ევრო).
მეორე პოზიციაზე განთავსდა დონეცკის "შახტარის" ცენტრალური მცველი, დავით ხოჭოლოვა (3.5 მილიონი ევრო). სამეულს ხურავს "გენტის" საგრძნობლად გაიაფებული ფლეიმეიქერი, გიორგი ჩაკვეტაძე (3.2 მილიონი ევრო).
შემდეგ მოდიან საბა კვერკველია ვოლგოგრადის "როტორიდან" და ოთარ კიტეიშვილი "შტურმ გრაციდან", რომელთა ფასი 3 მილიონს შეადგენს. სრული 10-ეული ასე გამოიყურება:
1. ხვიჩა კვარაცხელია - 15 მილიონი ევრო
2. დავით ხოჭოლავა - 3.5 მილიონი ევრო
3. გიორგი ჩაკვეტაძე - 3.2 მილიონი ევრო
4. საბა კვერკველია - 3 მილიონი ევრო
5. ოთარ კიტეიშვილი - 3 მილიონი ევრო
6. ჯემალ ტაბიძე - 2.5 მილიონი ევრო
7. ზურიკო დავითაშვილი - 2.5 მილიონი ევრო
8. ვაკო გვილია - 2 მილიონი ევრო
9. ლევან შენგელია - 2 მილიონი ევრო
10. საბა ლობჟანიძე - 2 მილიონი ევრო
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ყველაზე იაფ ფეხბურთელად მოიაზრება ბათუმის "დინამოს" მარჯვენა მცველი, გრიგოლ ჩაბრაძე, რომელიც 250 ათას ევროდ ფასდება.
რაც შეეხებათ ვეტერან "ჯვაროსნებს", გურამ კაშია - 500 ათასი ევრო, ჯაბა კანკავა - 400 ათასი ევრო და გიორგი ლორია - 300 ათასი ევრო.
კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი სერია ა-ს გუნდი არ არის - იტალიური პრესა
VIDEO: ასე ამხნევებს კვარაცხელია თავის თანაგუნდელებს - სკამზეც კი ყველაზე ენერგიული!