ავტორიზაცია

"კაშიამ კარიერის სტარტზე უდიდესი სტიმული მომცა", - მაუნტი

"კაშიამ კარიერის სტარტზე უდიდესი სტიმული მომცა", - მაუნტი
თარიღი 14 აპრ 2021, 14:37

ლონდონის "ჩელსის" შემტევმა ნახევარმცველმა, მეისონ მაუნტმა გაიხსენა არნემის "ვიტესში" განათხოვრების წესით გატარებული პერიოდი და გურამ კაშიასთან შეხვედრა:

"როდესაც ვიყავი 18 წლის, ჩელსიმ განათხოვრების წესით გამიშვა ვიტესში, სადაც მე რამდენიმე საინტერესო ისტორია გადამხდა თავს.

არასდროს დამავიწყდება კაშიასთან შეხვედრა, რადგან მას ძალიან გაუკვირდა, რომ მე სინამდვილეში ლონდონელთა ფეხბურთელი ვიყავი.

ქართველი ცენტრალური მცველი თვლიდა, რომ მე ვიყავი გამოუცდელი და ფიზიკურად სუსტი მოთამაშე, რომელიც თან ხშირად იბნეოდა.

მან ეს ყველაფერი მითხრა სეზონის დასრულების შემდეგ, როდესაც გავხდი გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელი და ერედივიზიის სიმბოლური გუნდის წევრი.

გურამმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, თუ როგორ შეცდა ის ჩემს მიმართებაში. სასიამოვნო იყო ამის მოსმენა. შეიძლება ითქვას, რომ არწივების ექს-კაპიტნის სიტყვებმა ჩემში უდიდესი მოტივაცია გააღვიძა".

ინგლისელი ფლეიმეიქერი "შავ-ყვითლებში" თამაშობდა 2017-2018 წლის სეზონში, რომლის მსვლელობისას მან 39 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.

იბრაჰიმოვიჩი-კაშია, რონალდუ-გოსენსი: კურიოზული კავშირი ორ წყვილს შორის

VIDEO: ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და განრისხებული ზლატანი, რომელმაც კაშიას მაისური არ გაუცვალა