კვარაცხელიასთვის ბრძოლაში აიაქსიც ჩაერთო! - ჯუღელისა და ოვერმარსის შეხვედრა უკვე დაიგეგმა
Спорт-Экспресс-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ამსტერდამის "აიაქსიც" ჩაერთო.
ნიდერლანდური ფეხბურთის ფლანგმანის ინტერესი ქართველი ვინგერისადმი იმდენად დიდია, რომ მხარეებს შორის შეხვედრა უკვე დაინიშნა.
დიახ, "ღმერთის შვილების" სპორტული დირექტორი, მარკ ოვერმარსი უახლოეს პერიოდში შეხვდება ყაზანის "რუბინის" გარემარბის აგენტს, მამუკა ჯუღელს.
"მეომრების" მიზანია 20-წლის ფლანგელის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, არავითარი იჯარა, მხოლოდ ტრანსფერი.
როგორც ცნობილია, რუსული გუნდი თავის 21-ე ნომერს აფასებს დაახლოებით 20-25 მილიონ ევროდ, Transfermarkt-ი კი 15 მილიონად.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას სახელს უკავშირებენ მიუნხენის "ბაიერნს", ტურინის "იუვენტუსს", მილანურ კლუბებსა და კიდევ არაერთ გუნდს.
VIDEO: ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიას ჰეტ-ტრიკი ჩემპიონთა ლიგის შესარჩევზე