ავტორიზაცია

თბილისში რამდენიმე დღეში გერმანიიდან ჩამოფრინდება - საბურთალომ ახალი მწვრთნელი წარადგინა

თბილისში რამდენიმე დღეში გერმანიიდან ჩამოფრინდება - საბურთალომ ახალი მწვრთნელი წარადგინა
თარიღი 14 აპრ 2021, 16:25

ლევან კორღალიძის წასვლის შემდეგ საბურთალომ ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩია. 

დედაქალაქურ გუნდს ამიერიდან 46 წლის ხვიჩა შუბითიძე ჩაიბარებს. ამის შესახებ საბურთალოს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა გერმანიიდან შუბითიძე მალე ჩამოფრინდება, სიტყვიერი შეთანხმება კი მიღწეულია.

"ახლოეს დღეებში დედაქალაქურ „საბურთალოს“ 46 წლის ხვიჩა შუბითიძე ჩაიბარებს. მართალია, კონტრაქტისთვის ხელი ჯერ არაა მოწერილი, თუმცა მხარეები უკვე შეთანხმდნენ. ხელშეკრულება შუბითიძესთან მისი სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ გაფორმდება.

ცნობისათვის გეტყვით, რომ „საბურთალოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი 26 წელია გერმანიაში წარმატებით მოღვაწეობს – ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, 2013 წლიდან უკვე მწვრთნელის ამპლუაში გადაინაცვლა. შუბითიძე საქართველოში ხვალ ჩამოვა და „სამტრედიასთან“ მატჩს ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს," - წერს საბურთალოს ოფიციალური გვერდი.

საბურთალო ეროვნულ ლიგაში 8 ტურის შემდეგ 11 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა.

ვეცდები, კვერკველია ჩვენთან შემდეგ სეზონშიც დავტოვო - როტორის მწვრთნელი