ვეცდები, კვერკველია ჩვენთან შემდეგ სეზონშიც დავტოვო - როტორის მწვრთნელი
როტორის მთავარი მწვრთნელის, იური ბატურენკოს განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ გუნდი პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას მოახერხებს, ახალი სეზონისთვის გაძლიერება აუცილებლად დასჭირდებათ.
"სავალდებულო იქნება გაძლიერება, თუ პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას მოვახერხებთ. გვჭირდება ხარისხიანი მოთამაშეები. კითხვები არ მაქვს იმ ფეხბურთელებთან, ვინც ახლა გუნდში არიან. მაქსიმუმს აკეთებენ, რათა ადგილი შევინარჩუნოთ.
აუცილებლად ვეცდები, შევინარჩუნოთ სოლომონ კვერკველია, მაგრამ ჯერჯერობით, ამ საკითხზე არაფრის თქმა არ შემიძლია. უპირველესად, უძლიერესთა შორის უნდა დავრჩეთ. ჩვენს ხელმძღვანელობას ძალიან უყვარს ფეხბურთი და ყველაფერს აკეთებენ, გუნდის გასაძლიერებლად," - განაცხადა იური ბატურენკომ.
სოლომონ კვერკველია როტორს მოსკოვის ლოკომოტივიდან იჯარით 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა. მას შემდეგ ვოლგოგრადელთა მაისურით 14-ჯერ ითამაშა.
28 წლის ქართველი მცველის ხელშეკრულება მოსკოვურ გუნდთან მიმდინარე წლის ზაფხულში იწურება და თავისუფალი აგენტი გახდება.
რუსეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი. როტორი კი 18 ქულით მე-14 ადგილზეა და ამ მონაცემით მეორე ლიგაში არგასავარდნი პლეი-აუტის თამაში უწევს.
10 ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი ამ დროისთვის
ოქრიაშვილი ანორთოსისს ტოვებს - ქართველი შემტევისთვის ბრძოლაში ფავორიტი უკვე გამოიკვეთა