რეალურია თუ არა აიაქსის ინტერესი? ამსტერდამული გუნდის დირექტორი კვარაზე ღიად ალაპარაკდა
„აიაქსის“ ტექნიკურმა დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა, საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესზე საუბრობს.
ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამსტერდამული გუნდის წარმომადგენლები „რუბინს“ კვარაცხელიას თაობაზე უკვე დაუკავშირდნენ.
„არა, ასე არ არის. „აიაქსი“ კვარაცხელიას შეძენით არ ინტერესდება და „რუბინთან“ რაიმე სახის მოლაპარაკებებიც არ გვაქვს წამოწყებული.“ - ციტირებს ოვერმარსის სიტყვებს Euro-Football.
„აიაქსამდე“, კვარასადმი ინტერესი „იუვენტუსს“, „მილანს“, „ატალანტას“, „ნაპოლის“, „ბაიერნს“ და „დორტმუნდს“ დაუკავშირეს.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „რუბინში“ „რუსთავიდან“ 2019 წელს გადავიდა. ამ სეზონში მან რუსეთის პრემიერ ლიგის 21 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
საქართველოს ნაკრებში ხვიჩას 2019 წლიდან იძახებენ და მან ამ პერიოდში უკვე 3 გოლის გატანა მოასწრო.
VIDEO: ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიას ჰეტ-ტრიკი ჩემპიონთა ლიგის შესარჩევზე