VIDEO: ატალანტას ფეხბურთელს, რომელსაც რონალდუმ მაისურის ჩუქებაზე უარი უთხრა, სიურპრიზი გაუკეთეს
"ატალანტას" ფეხბურთელები თანაგუნდელ რობინ გოსენსს გაეხუმრნენ.
ასე და ამგვარად, 26 წლის მცველს "იუვენტუსის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს მაისური აჩუქეს.
აქამდე გამოქვეყნდა ნაწყვეტი გოსენსის ავტობიოგრაფიიდან, რომელშიც 26 წლის გერმანელი საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ უთხრა უარი პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მატჩის შემდეგ მაისურის ჩუქებაზე.
"იუვენტუსთან მატჩის შემდეგ, შევეცადე ოცნება ამესრულებინა და რონალდუს მაისური მიმეღო. საფინალო სასტვენის გაჟღერებისთანავე, გუნდთან ერთად ტრიბუნებისკენ გამარჯვების აღსანიშნავადაც არ წავედი... თუმცა, რონალდუმ უარი მითხრა.
მას ვკითხე; "კრიშტიანუ, შეგიძლია შენი მაისური მომცე?" მან ზედაც არ შემომხედა, უბრალოდ ცივი უარი მითხრა.
განადგურებული ვიყავი, თავჩაღუნული წამოვედი და თავი პატარა ბავშვად ვიგრძენი. იცით, როცა ასეთი რაღაც ხდება, გარშემო იყურები, ვინმემ ხომ არ შეამჩნია. თავი ზუსტად ასე ვიგრძენი", - აღნიშნა გოსენსმა.
"ზედაც კი არ შემომხედა", - ატალანტას ფეხბურთელმა გაიხსენა, როგორ მიიღო უარი რონალდუსგან