ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგის ორივე ნახევარფინალური წყვილი ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ორივე ნახევარფინალური წყვილი ცნობილია
თარიღი 15 აპრ 2021, 00:53

ცნობილი გახდა ჩემპიონთა ლიგის ორივე ნახევარფინალური წყვილი. 

როგორც იცით, გუშინ „პსჟ-მ“ ორი მატჩის ჯამში ტურნირიდან მოქმედი ჩემპიონი, მიუნხენის „ბაიერნი“ გამოთიშა და ზედიზედ მეორედ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა. 

მეორე მეოთხედფინალში კი „ჩელსიმ“ „პორტუს“ ბარიერი დაძლია და ოთხეულში შესვლა თავადაც მოახერხა.

დღეს კი, „ჩელსის“ და „პსჟ-ს“ მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ შეუერთდნენ.

შედეგად, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ასეთ წყვილებს ვიხილავთ:

„რეალი“ – „ჩელსი“

„პსჟ“ – „მანჩესტერ სიტი“.

მორიგი ენფილდური სასწაული ვერ ვიხილეთ! მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია

VIDEO: გვარდიოლამ გერმანიაშიც იმარჯვა და მორიგ ფიასკოს გადაურჩა