ავტორიზაცია

"მსგავსი საუბრები კვარაცხელიას დიდ ზიანს აყენებს", - რუბინის დირექტორი ხვიჩას ჟურნალისტებისგან იცავს

"მსგავსი საუბრები კვარაცხელიას დიდ ზიანს აყენებს", - რუბინის დირექტორი ხვიჩას ჟურნალისტებისგან იცავს
თარიღი 15 Apr 2021, 10:07

ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ სიამანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო არსებული სატრანსფერო ჭორების შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ხალხის გარკვეულ კატეგორიას კვარაცხელია ამა თუ იმ გუნდში სისტემატურად გადაჰყავს. ისინი ცდილობენ მისთვის გუნდის პოვნას, რაც საერთო ჯამში საზიანოა, როგორც ქართველისთვის, ისე რუბინისთვისაც.

დღეს, დაიწერა აიაქსის შესახებ, გუშინ იყო სხვა გუნდი - ხვიჩა არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც შესაძლოა ძალიან მარტივად მოექცეს გარკვეული გარემოებების ზეგავლენის ქვეშ.

მის გარშემო არის ხმაური, რომელიც საერთო ჯამში არავის სჭირდება. უკვე ძალიან მოგვბეზრდა ეს სატრანსფერო ჭორები", - განაცხადა რუსმა ფუნქციონერმა Спорт-Экспресс-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ პრესა რუსული გუნდის შემტევის სახელს უკავშირებს მიუნხენის "ბაიერნს", ტურინის "იუვენტუსს", მილანურ გრანდებს, დორტმუნდის "ბორუსიასა" და კიდევ არაერთ ტოპ-კლუბს.

Transfermarkt-ი 20-წლის ვინგერს აფასებს 15 მილიონ ევროდ, მის კლაუსულად, ანუ გამოსასყიდ თანხად კი დაახლოებით 20-25 მილიონი ევრო მოიაზრება. თავად "წითელ-მწვანეების" 21-ე ნომერი კომენტარს არ აკეთებს.

კვარაცხელიასთვის ბრძოლაში აიაქსიც ჩაერთო! - ჯუღელისა და ოვერმარსის შეხვედრა უკვე დაიგეგმა

VIDEO: ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიას ჰეტ-ტრიკი ჩემპიონთა ლიგის შესარჩევზე