ავტორიზაცია

ვარაუდი: მიზეზი, რის გამოც კვარაცხელიასთვის ბრძოლაში მონაკოს ე.წ. "უპირატესობა" აქვს

ვარაუდი: მიზეზი, რის გამოც კვარაცხელიასთვის ბრძოლაში მონაკოს ე.წ. "უპირატესობა" აქვს
თარიღი 15 Apr 2021, 12:07

ამსტერდამის "აიაქსის" შესაძლო ინტერესის შემდეგ, პრესამ ყაზანის "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელი "მონაკოსაც" დაუკავშირა.

დიახ, ეს არის რიგითი სატრანსფერო ჭორი, რომლის ავთენტურობა რუსული გუნდის გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ სიამანოვმა კიდევ ერთხელ გამორიცხა.

Eurostavka-მ კი თავის მხრივ უფრო ღრმად შეტოპვა გადაწყვიტა და დაასახელა მიზეზი, თუ რატომ ექნებათ "მონეგასკებს" ქართველისთვის ბრძოლაში უპირატესობა.

"თეთრ-წითლების" პრეზიდენტის პოსტს ინარჩუნებს ცნობილი რუსი ოლიგარქი, დმიტრი რიბოლოვლევი, რომელიც კარგად არის ცნობილი, როგორც საფეხბურთო წრეებში, ისე თავის სამშობლოშიც.

პრესაში გაიჟღერა ვარაუდმა, თითქოს "რუბინი" უფრო მარტივად შეძლებს საერთო ენის გამონახვას "თავადებთან", ვიდრე პირობით "სევილიასთან".

ამის გარდა, რუს ოლიგარქს ძალიან კარგად იცნობს სიამანოვიც, რომელსაც კონკრეტულად "ლუი II"-ის ბინადრების ინტერესის თაობაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

"მსგავსი საუბრები კვარაცხელიას დიდ ზიანს აყენებს", - რუბინის დირექტორი ხვიჩას ჟურნალისტებისგან იცავს

VIDEO: ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიას ჰეტ-ტრიკი ჩემპიონთა ლიგის შესარჩევზე