ავტორიზაცია

ბაიერნის 4 ფეხბურთელთან ერთად - უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გუნდი შეადგინა

ბაიერნის 4 ფეხბურთელთან ერთად - უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გუნდი შეადგინა
თარიღი 15 აპრ 2021, 22:10

უეფამ ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო თერთმეტეული გამოაქვეყნა.

ასე და ამგვარად, სიმბოლურ გუნდში "ბაიერნის" ოთხი ფეხბურთელი მოხვდა.

სრულად ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე — ალისონი ("ლივერპული");

მცველები — ალაბა, ერნანდესი, ბოატენგი (ყველა — "ბაიერნი"), მბემბა ("პორტუ"), ნაჩო ("რეალი");

ნახევარმცველები — ჟორჟინიო ("ჩელსი"), ბელინგემი ("დორტმუნდი"), ფოდენი, მაჰრეზი (ორივე — "მანჩესტერ სიტი");

თავდამსხმელი — ჩუპო-მოტინგი ("ბაიერნი").

13 აპრილს, "ბაიერნმა" საპასუხო 1/4 ფინალურ მატჩში "პსჟ" (1:0) დაამარცხა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ევროთასს გამოეთიშა (3:3 — პარიზელები სტუმრად გატანილი მეტი ბურთის წყალობით გავიდნენ მომდევნო ეტაპზე).

ჩემპიონთა ლიგის ორივე ნახევარფინალური წყვილი ცნობილია