"ჩემი ბარსას ფეხბურთელები წყეული მკვლელები იყვნენ", - გვარდიოლამ 2012 წლის თასის ფინალი გაიხსენა
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, რომელიც თავის დროზე "ბარსელონას" ედგა სათავეში, 2012 წლის 25 მაისს გამართული ესპანეთის თასის ფინალი გაიხსენა.
მაშინ "ბარსა" "ბილბაოს" დაუპირისპირდა. კატალონიურმა გრანდმა 3:0 მოიგო და ყველა გოლი პირველ ტაიმში გაიტანა.
"მახსოვს, როცა მოედანზე გავედი, "ბილბაოს" ფეხბურთელების მხრიდან დაძაბულობა ვიგრძენი. "ბარსას" ფეხბურთელები კი ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს ამხანაგური მატჩის ჩატარება უწევდათ. ასეთ შეხვედრებს მიჩვეულები იყვნენ და იცოდნენ, რომ მოიგებდნენ".
"ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ტაიმში არანაირ მოდუნებას არ ჰქონია ადგილი. მარსელო ბიელსას გუნდს ძალიან კარგი გამძლეობა აქვს, ისინი არასოდეს ნებდებიან".
"ბარსელონას" იმ ფეხბურთელებს რომ შეეძლოთ, ხუთ გოლს გაიტანდნენ. რვა გოლის გატანის შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ, ამას გააკეთებდნენ".
"გუნდში ბრწყინვალე ადამიანები იყვნენ შეკრებილნი, მაგრამ მოედანზე ისინი წყეული მკვლელები იყვნენ", - თქვა გვარდიოლამ TV3-თან ინტერვიუში.
მოგეხსენებათ, შაბათს, "ბარსელონა" ესპანეთის თასის ფინალში კვლავ "ბილბაოს" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე აიღებს სტარტს.
გვარდიოლა: "პსჟ? ახლა მათზე არ ვფიქრობ, რადგან 1/2 ფინალში გასვლას აღვნიშნავთ, რა თქმა უნდა, ღვინით"