"უამრავ პრობლემას მიქმნიდა", - პეპე რეინამ კარიერაში ყველაზე სახიფათო მეტოქე დაასახელა
"ლაციოს" მეკარემ, ხოსე რეინამ შეადარა ის ლიგები, რომლებშიც უასპარეზია და ისაუბრა ფეხბურთელზე, ვის წინააღმდეგ თამაში მისთვის ყველაზე რთული იყო.
"ინგლისში ნაკლებად იცავენ თავს, იტალიაში კი თამაშის ტემპი დაბალია და მეტი პაუზაა. ინგლისსა და გერმანიაში საერთოდ არ თამაშობენ ისე, როგორც სერია ა-ში, თამაში სწრაფად მიმდინარეობს".
"ჩემთვის ყველაზე სახიფათო მეტოქე დიდიე დროგბა იყო. "ლივერპულსა" და "ჩელსის" შორის მატჩები ყოველთვის რთული იყო, ის კი უამრავ პრობლემას მიქმნიდა", - თქვა რეინამ Futbol Emotion-ის ეთერში.
38 წლის ესპანელ კიპერს კარიერის განმავლობაში "ბარსელონას", "ვილიარეალის", "ლივერპულის", "ნაპოლის", "ბაიერნის", "მილანისა" და "ასტონ ვილას" ღირსება დაუცვია.
პეპე რეინამ დაასახელა საუკეთესო მეკარე, რომელთან ერთადაც უთამაშია