ავტორიზაცია

ბერიძე ზივზივაძის წინააღმდეგ | უნგრეთის თასის ფინალში ქართული დაპირისპირება შედგება

ბერიძე ზივზივაძის წინააღმდეგ | უნგრეთის თასის ფინალში ქართული დაპირისპირება შედგება
თარიღი 15 აპრ 2021, 23:58

უნგრეთის თასის 2020/2021 წლის სეზონში ქართული დაპირისპირება შედგება. 3 მაისს ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გიორგი ბერიძის უიპეშტი ბუდუ ზივზივაძის ფეჰერვარს შეხვდება.

უნგრეთის თასის ნახევარფინალურ მატჩში ფეჰერვარმა მტკ ბუდაპეშტი 1:2 დაამარცხა, ბუდუ ზივზივაძე 86-ე წუთზე შეცვალეს, რაც შეეხება პირველ ნახევარფინალურ წყვილში ქიშვარდა უიპეშტმა გიორგი ბერიძის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

მე-15 გოლი მიმდინარე სეზონში: გიორგი ბერიძემ უიპეშტი უნგრეთის თასის ფინალში გაიყვანა

ფინალური დაპირისპირება 3 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გაიმართება.

სხვათაშორის, ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის თასის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. გასულ სეზონში 26 წლის ცენტრფორვარდმა ფინალში მეზოკოვეშდთან ერთად ითამაშა, თუმცა ჰონვედთან(1:2) დამარცხდა.

"იუვენტუსის სიაშია, ბევრ გუნდს აინტერესებს" - ჯანლუკა დი მარციო ქართველ ტალანტზე