ავტორიზაცია

"რუბინში ჯარიმები დავაწესე, შედეგად კვარაცხელიაც შეიცვალა!" - სლუცკის უცნობი გადაწყვეტილება

"რუბინში ჯარიმები დავაწესე, შედეგად კვარაცხელიაც შეიცვალა!" - სლუცკის უცნობი გადაწყვეტილება
თარიღი 16 Apr 2021, 11:23

ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ახსნა, როგორ გახადა მისი ფეხბურთელები კონტაქტის შემდეგ უფრო ამტანები და ძლიერები.

"ინგლისში მუშაობის პერიოდიდან ერთი რამ კარგად ვისწავლე და ჩემს სამწვრთნელო სისტემაში დავამატე: დავაწესე ჯარიმა ფეხბურთელისთვის, რომელიც ვარჯიშის დროს მინდორზე იწვა და ექიმის დახმარებას ითხოვდა, ექიმის მისვლის შემდეგ კი დაუყოვნებლივ აგრძელებდა ვარჯიშს, ე.ი მას ჩვეულებრივად შეეძლო ექიმამდეც ფეხზე წამოდგომა. ამ შემთხვევაში, ფულად ჯარიმას ვუწესებდი. 

ფეხბურთელებს შეიძლება ცოტა ეგორავათ, ტკენოდათ, მაგრამ მათ ნამდვილი კაცებივით ვარჯიში დაიწყეს. მათაც იგივე ხორცი და სისხლი აქვთ, როგორიც ბრიტანელებს. ძალიან ეფექტური მეთოდია, ახლა არავინ წევს ვარჯიშის დროს მინდორზე, კვარაცხელიაც კი! ის სრულად შეიცვალა," - განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.

ყაზანის რუბინს ლეონიდ სლუცკი 2020 წლის იანვრიდან წვრთნის. სწორედ მისი მისვლის შემდეგ დაიწყო საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ რუბინში საოცრად ეფექტური თამაში.

"იუვენტუსის სიაშია, ბევრ გუნდს აინტერესებს" - ჯანლუკა დი მარციო ქართველ ტალანტზე

მოწვეული მსაჯები თურქეთიდან - ეროვნული ლიგის მე-9 ტურში უცხოელი მსაჯები იმუშავებენ