ავტორიზაცია

მოწვეული მსაჯები თურქეთიდან - ეროვნული ლიგის მე-9 ტურში უცხოელი მსაჯები იმუშავებენ

მოწვეული მსაჯები თურქეთიდან - ეროვნული ლიგის მე-9 ტურში უცხოელი მსაჯები იმუშავებენ
თარიღი 15 Apr 2021, 18:41

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საერთაშორისო, მიღებული პრაქტიკის გათვალისწინებით, თურქ კოლეგებთან თანამშრომლობის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურის ორ მატჩზე თურქ მსაჯთა ბრიგადა მოიწვია.  

16 აპრილს 16:00 საათზე თბილისის ლოკომოტივი - დინამო თბილისს უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა კორაი გენჩერლერის ხელმძღვანელობით მოემსახურება. 42 წლის ფიფას არბიტრს ასისტენტობას ისმაილ შენჯანი და ალფასლან დედეში გაუწევენ. დინამო არენაზე დაგეგმილი მატჩის მეოთხე მსაჯი კი - ბაჰათინ შიმშეკი იქნება.

მსაჯთა იგივე ბრიგადა კიდევ ერთ მატჩს 17 აპრილსაც განსჯის, რომელიც გორის დილასა და დინამო ბათუმს შორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება. ამჯერად არბიტრი ბაჰათინ შიმშეკი იქნება, ასისტენტები კი, კვლავ ისმაილ შენჯანი და ალფასლან დედეში. მეოთხე მსაჯის პოზიციაზე კორაი გენჩერლერი იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს მე-9 ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. მატჩი შუქურასა და თელავს შორის 14:00 საათზე დაიწყება, სამგურალი კი ტორპედოს საკუთარ მოედანზე 16:00 საათზე უმასპინძლებს.

უცხოელმა მსაჯმა ეროვნულ ლიგაში 2019 წლის შემოდგომაზე იმუშავა, როცა რუმინელ მსაჯთა ბრიგადამ დინამო ბათუმისა და დინამო თბილისის(1-1) შეხვედრა განსაჯა.

კონკრეტული ინტერესები თუ უნებლიედ დაშვებული შეცდომები? - მსაჯთა უდიდესი პრობლემა საქართველოში

"ეს ჩემი სრული შესაძლებლობები არ ყოფილა" - კვეკვესკირი ლეხის ფანებს სანახაობას პირდება