კონტემ თანხმობა გასცა | ინტერი კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობას იწყებს
მილანის ინტერის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს მოსწონს გუნდში 20 წლის ქართველი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას დამატების ვარიანტი და სატრანსფერო საკითხებზე მომუშავე პირებს ტრანსფერზე მუშაობის დაწყების ნებართვა მისცა.
ამის შესახებ calcioline.com იუწყება და წერენ, რომ რამდენიმე დღის წინ ინტერის მთავარმა მწვრთნელმა მოიწონა კვარაცხელიას დამატების პერსპექტივა.
"სერია ა-ში ატალანტას, მილანის და იუვენტუსის გარდა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერისთვის ბრძოლაში პირველადგილოსანი ინტერიც ერთვება. მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დაადასტურა მოწონება 20 წლის ქართველის ტრანსფერის შესახებ და გუნდში აღნიშნულ საკითხზე დავალებულ პირებს ყაზანის რუბინიდან ფეხბურთელის წამოყვანის მუშაობის დაწყებაზე უფლება მისცა," - წერს calcioline.com.
იტალიის ჩემპიონატის დამთავრებამდე 8 ტურით ადრე ინტერი სერია ა-ში პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსანს 7 ქულით უსწრებს.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 28 თამაში(კლუბი+ნაკრები) ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. რამდენიმე დღის წინ სტატისტიკურმა ცენტრმა Transfermarkt-მა 20 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება განაახლა და ახლა 15 მილიონი ღირს.
"რუბინში ჯარიმები დავაწესე, შედეგად კვარაცხელიაც შეიცვალა!" - სლუცკის უცნობი გადაწყვეტილება
"იუვენტუსის სიაშია, ბევრ გუნდს აინტერესებს" - ჯანლუკა დი მარციო ქართველ ტალანტზე