"ტრიუფელის ხიზილალასთან შედარება რთულია", - ფიგუ მესისა და რონალდუს შესახებ
"ბარსელონასა" და "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ლუიშ ფიგუმ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
- "ოქროს ბურთი" მოგიგიათ. მაშინ ბევრი სხვადასხვა ფეხბურთელი ისაკუთრებდა "ოქროს ბურთს", ახლა კი ძირითადად ორი, ზოგჯერ სამი. ვინ არის უკეთესი – მესი თუ რონალდუ?
– რთული კითხვაა.
- ამას როგორც პორტუგალიელი ისე ამბობთ? როგორ გავიგოთ? გვეგონა, საერთოდ არ დაგჭირდებოდათ ფიქრი.
– დიახ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ. ჩემი აზრით, ძალიან რთულია შედარება. რთულია ტრიუფელის ხიზილალასთან შედარება.
- წარმოუდგენლად ლამაზი ქალიშვილები გყავთ. უყვართ მათ ფეხბურთის ყურება?
– დიახ, მოსწონთ, ადევნებენ თვალყურს. თავგადაკლული ფანები არ არიან, მაგრამ მოსწონთ.
- და ვინ ურჩევნიათ – რონალდუ თუ მესი?
– ყველაზე მეტად მამა მოსწონთ, - თქვა ფიგუმ.
ლუიშ ფიგუმ ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა