"პსჟ-ს წინაშე სერიოზული ვალდებულებები აქვს", - პოჩეტინო მბაპეს რეალში შესაძლო გადასვლას ეხმაურება
"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ კლუბიდან თავდამსხმელ კილიან მბაპეს შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა.
სხვადასხვა გამოცემის თანახმად, 22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავით მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.
"მბაპეს "რეალში" წასვლა? მთელი ძალებით ვიბრძოლებ იმისათვის, რათა კილიანი აქ, "პსჟ"-ში დარჩეს", - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
"ჩვენი კლუბი ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, რათა ნეიმარი და მბაპე შეინარჩუნოს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, კილიანი დარჩება. ორივე ფეხბურთელს "პსჟ"-ს წინაშე სერიოზული ვალდებულებები აქვს", - დასძინა პოჩეტინომ.
მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს რიგებში 40 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
"ამას უკვე მივეჩვიეთ", - პოჩეტინომ პსჟ-ში მბაპეს მომავალზე განცხადება გააკეთა