ავტორიზაცია

ტრანსფერი იუვენტუსში? - ლუკა გაგნიძის პირველი კომენტარი

ტრანსფერი იუვენტუსში? - ლუკა გაგნიძის პირველი კომენტარი
თარიღი 16 აპრ 2021, 21:17

დინამო თბილისის ფეხბურთელი ლუკა გაგნიძე იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ყურადღების ცენტრში მოხვედრამ გაახარა.

ამის შესახებ 18 წლის ნახევარმცველმა Goal.Ge-სთან ეროვნული ლიგის მე-9 ტურში ლოკომოტივთან(3-1) მოგებული მატჩის შემდეგ ისაუბრა.

"წინა სეზონში სულ ორჯერ ვითამაშე. თავიდან მიჭირდა ტემპზე აყოლა, წლევანდელ სეზონში კი თამაში მიმარტივდება.

ჯანლუკა დი მარციოს ყურადღების ცენტრში? რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს უხარია, როცა მასზე ასეთი ცნობილი ჟურნალისტები წერენ და ისეთ გუნდს უკავშირებენ, როგორიც იუვენტუსია. ჯერ დინამო თბილისის ფეხბურთელი ვარ და ჩემი მიზანია, ამ კლუბთან ერთად წარმატებას მივაღწიო," - განაცხადა ლუკა გაგნიძემ Goal.Ge-სთან საუბრისას.

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ ლუკა გაგნიძე უკვე მეორე სეზონია ტურინის იუვენტუსის სკაუტთა სიაშია და იტალიელებს ქართველი ნახევარმცველის გადაბირება სურთ.

მიმდინარე სეზონში ლუკა გაგნიძემ დინამო თბილისის მაისურით 9-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"იუვენტუსის სიაშია, ბევრ გუნდს აინტერესებს" - ჯანლუკა დი მარციო ქართველ ტალანტზე

"რუბინში ჯარიმები დავაწესე, შედეგად კვარაცხელიაც შეიცვალა!" - სლუცკის უცნობი გადაწყვეტილება