ავტორიზაცია

შემდეგი ჩისკოს უოტფორდია?! ცნობილია პირველი გუნდის ვინაობა, რომელიც პრემიერ ლიგაში აღზევდა

შემდეგი ჩისკოს უოტფორდია?! ცნობილია პირველი გუნდის ვინაობა, რომელიც პრემიერ ლიგაში აღზევდა
თარიღი 17 აპრ 2021, 18:23

ცნობილი გახდა პირველი გუნდის ვინაობა, რომელიც მომავალ სეზონში ჩემპიონშიპიდან პრემიერ ლიგაში აღზევება გაინაღდა.

41 ჩატარებული მატჩის შემდეგ, „ნორვიჩმა“ 90 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილოსან „სუონსის“ უკვე 14 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს მინიმუმ მე-2 ადგილი და შესაბამისად, პრემიერ ლიგაში აღზევება განაღდებული აქვს.

მეორე ადგილს ამჟამად ჩისკოს „უოტფორდი“ იკავებს, რომელიც 82 ქულით უახლოეს მდევარ „სუონსის“ 6 ქულით ასწრებს და თავადაც აღზევების დიდი შანსი აქვს.

პირველ ორ პოზიციაზე გასული გუნდები პრემიერ ლიგის საგზურს პირდაპირ მოიპოვებენ, კიდევ ერთ საგზურს კი 3-6 ადგილზე გასული გუნდები, პლეი-ოფის პრინციპით გაითამაშებენ.

საინტერესოა, რომ „ნორვიჩმა“ პრემიერ ლიგაში ამოსვლა გავარდნიდან შემდეგივე სეზონში მოახერხა.

რამდენი მატჩი სჭირდება ჩისკოს იმისთვის, რომ პრემიერ ლიგაში გადავიდეს?