ავტორიზაცია

"უმალვე ტრავმა მივიღე", - ზიეჩმა განმარტა, თუ რატომ შეექმნა სირთულეები ჩელსიში გადასვლის შემდეგ

"უმალვე ტრავმა მივიღე", - ზიეჩმა განმარტა, თუ რატომ შეექმნა სირთულეები ჩელსიში გადასვლის შემდეგ
თარიღი 17 აპრ 2021, 20:17

"ჩელსის" ნახევარმცველმა, ჰაკიმ ზიეჩმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა სირთულეებს წააწყდა ლონდონურ კლუბში.

"ტრანსფერამდე დაახლოებით 7 თვე გამოვტოვე. გადმოვედი და უმალვე ტრავმა მივიღე, რადგან ფიზიკური მდგომარეობის თვალსაზრისით თანაგუნდელებს ჩამოვრჩებოდი".

"დრო მჭირდებოდა, რათა თავდაუზოგავად მემუშავა და ნორმალური ფორმა დამებრუნებინა, ხოლო შემდეგ მომდევნო ნაბიჯი გადამედგა", - ციტირებს ზიეჩის სიტყვებს Goal.

"ჩელსიში" 28 წლის მაროკოელი 2020 წლის ზაფხულში "აიაქსიდან" გადავიდა. ლონდონურმა კლუბმა მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადა.

ჩელსიდან წასვლის შანსები იზრდება - ზიეჩს ლა ლიგიდან სერიოზული მსურველი ჰყავს