ავტორიზაცია

დღეს ფინალია! გურამ კაშია ნიდერლანდებში ჩაფრინდა

დღეს ფინალია! გურამ კაშია ნიდერლანდებში ჩაფრინდა
თარიღი 18 აპრ 2021, 11:45

ნიდერლანდების თასის 2020/21 წლის სეზონის ფინალურ მატჩში 18 აპრილს როტერდამში, დე კუიპზე არნემის ვიტესი ამსტერდამის აიაქსს დაუპირისპირდება.

აღნიშნული მატჩისთვის ვიტესმა გუნდის ლეგენდა გურამ კაშია მიიწვია. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი ფინალურ დაპირისპირებას არნემში უყურებს.

გურამ კაშია ვიტესში 8 სეზონის განმავლობაში, 2010-2018 წლებში თამაშობდა და გუნდის კაპიტანი იყო. სწორედ მისი კაპიტნობის ქვეშ მოიგო არნემულმა გუნდმა ისტორიაში პირველი ტიტული.

ვიტესის ხელმძღვანელთა სურვილი იყო, გაჩემპიონების შემთხვევაში, თასი არნემელთათვის გურამ კაშიას გადაეცა, თუმცა კოვიდპანდემიის გამო ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ დაჯილდოების ცერემონია გააუქმა.

რა ბედი ელის გიორგი მიქაუტაძეს? მეცმა ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო

კურიოზი: გოლის აღნიშვნის დროს, გუგეშაშვილმა მთავარი მწვრთნელი წააქცია