ავტორიზაცია

რა ბედი ელის გიორგი მიქაუტაძეს? მეცმა ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო

რა ბედი ელის გიორგი მიქაუტაძეს? მეცმა ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 17 Apr 2021, 00:28

20 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ახალ სეზონს ლიგა 1-ის წარმომადგენელ მეცის შემადგენლობაში დაიწყებს.

ამის შესახებ მეცის მთავარმა მწვრთნელმა ფრედერიკ ანტონეტიმ დაადასტურა. 

"გიორგი მიქაუტაძის მომავლის გვწამს. იგი დაბრუნდება მეცში და აუცილებლად მიიღებს შანსს. ძალიან ოსტატური თავდამსხმელია, მისი სტილის ფორვარდი გუნდში ამჟამად არ გვყავს," - განაცხადა ანტონეტიმ.

მეცს მიქაუტაძესთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, თუმცა ფრანგებმა საქართველოს ნაკრების ფორვარდს ნდობა გამოუცხადეს და ხელშეკრულება 2 წლით, 2025 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივეს.

მიმდინარე სეზონს გიორგი მიქაუტაძე იჯარის წესით ბელგიურ სერენში ატარებს, სადაც ფანტასტიკური სტატისტიკა აქვს - 21 მატჩში 20 გატანილი გოლი ოფიციალურ შეხვედრებში. 

რაც შეეხება მეცს, მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 42 ქულით მე-10 პოზიციაზეა.

ალბათ, ამდენი გოლიც ამიტომ გამაქვს - კაშიამ ელიგაში მისი შედეგიანობის მიზეზი ახსნა

"რუბინში ჯარიმები დავაწესე, შედეგად კვარაცხელიაც შეიცვალა!" - სლუცკის უცნობი გადაწყვეტილება