ალბათ, ამდენი გოლიც ამიტომ გამაქვს - კაშიამ ელიგაში მისი შედეგიანობის მიზეზი ახსნა
თბილისის ლოკომოტივის ცენტრალური მცველი გურამ კაშია ეროვნულ ლიგაში თურქი მსაჯის მუშაობით კმაყოფილი დარჩა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ეროვნული ლიგის მე-9 ტურში 2 შეხვედრის განსასჯელად თურქ მსაჯთა ბრიგადა კორაი გენჩერლერის ხელმძღვანელობით მოიწვია.
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის განცხადებით, თურქის მუშაობით კმაყოფილი დარჩა, რადგან ფეხბურთელებს ფეხბურთის კარგად თამაშის საშუალებას აძლევდა. ამის შესახებ გურამ კაშიამ Goal.Ge-სთან ისაუბრა.
"დღეს იყო კარგი მსაჯობა, ძალიან კმაყოფილი ვარ. თურქი მსაჯი თამაშს ხშირად არ აჩერებდა, ფეხბურთელებს მეტი ორთაბრძოლის საშუალებას გვაძლევდა, ასეთი ორთაბრძოლები კი სასიამოვნო იყო," - თქვა გურამ კაშიამ.
33 წლის ცენტრალურ მცველს იმის შესახებაც ვკითხეთ, თუ რამ განაპირობა ბოლო დროს მისი ასეთი შედეგიანობა. ლოკომოტივის ცენტრალურ მცველს უკანასკნელ 4 მატჩში 3 გატანილი გოლი აქვს. კაშიამ თბილისურ დერბისა და მის გოლებზე ისაუბრა.
"პირველ ტაიმში დინამო თბილისს ვაჯობეთ, მეორე ტაიმი ვერ ვითამაშეთ, შეცდომები დავუშვით, რასაც 3 გაშვებული გოლიც ასახავს. რაც შეეხება ჩემ გოლებს, კარგ პოზიციას ვარჩევ კონკრეტულ მომენტში და ალბათ ამის დამსახურებაა შედეგიანობაც," - დაასრულა გურამ კაშიამ Goal.Ge-სთან საუბარი.
გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივს 2021 წლის თებერვალში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მიმდინარე სეზონში 33 წლის მცველის აქტივში 8 შეხვედრა და 3 გოლია.
ტრანსფერი იუვენტუსში? - ლუკა გაგნიძის პირველი კომენტარი
რამდენი მატჩი სჭირდება ჩისკოს იმისთვის, რომ პრემიერ ლიგაში გადავიდეს?