ავტორიზაცია

სლუცკიმ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

სლუცკიმ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
თარიღი 18 Apr 2021, 15:56

რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის "რუბინი" სტუმრად "ურალს" დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა.

30-ე წუთზე ტრავმის გამო მოედნიდან ყაზანელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია გაიყვანეს.

ხვიჩას ტრავმაზე კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა.

"კვარაცხელიას მიკრო-ტრვმით არ უთამაშია. ის გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, მზად იყო და ამიტომ დავაყენე ძირითადში.

ვფიქრობ, ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს. ყველაფერს გამოკვლევის შემდეგ გავიგებთ", - განაცხადა სლუცკიმ.

VIDEO: ოღონდ ეს არა! - კვარაცხელიამ 30-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს

"კვარაცხელიამ რუსეთი დროულად უნდა დატოვოს", - რუბინის ყოფილი ფეხბურთელი