"კვარაცხელიამ რუსეთი დროულად უნდა დატოვოს", - რუბინის ყოფილი ფეხბურთელი
ყაზანის "რუბინის" ყოფილა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რენატ კამალეტდინოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"კვარაცხელია არის ნიჭიერი და ახალგაზრდა შემტევი, სავსებით ლოგიკურია, რომ მის სახელს ევროპულ ტოპ-კლუბებს აქტიურად უკავშირებენ.
ვფიქრობ, რუბინმა ქართველი ვინგერი უნდა გაყიდოს რაც შეიძლება მალე, რადგან სატრანსფერო ბაზარი საკმაოდ ცვალებადია.
აღნიშნული ტრანსფერი წაადგება როგორც ფეხბურთელს, ისე კლუბსაც, ფინანსური მოგების თვალსაზრისით. ხვიჩას გაყიდვა არ უნდა დაგვიანდეს.
წითელ-მწვანეების გარემარბისთვის ახლა მთავარია პროგრესირების შენარჩუნება და ზრდა, იმისთვის, რომ ის არც ევროპაში დაიკარგოს".
შეგახსენებთ, რომ 20-წლის ფლანგელის სახელს უკავშირებენ მიუნხენის "ბაიერნს", ტურინის "იუვენტუსს", "ინტერს", "მილანსა" და კიდევ არაერთ ტოპ-კლუბს.
ლეონიდ სლუცკის გუნდის 21-ე ნომერი შეფასებულია 15 მილიონ ევროდ, თუმცა ევროპული პრესა მის კლაუსულად, ანუ გამოსასყიდ თანხად 25 მილიონს ასახელებს.
"ხვიჩა ყარაბახში გადასვლასთან იყო ახლოს", - ბადრი კვარაცხელია ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ