VIDEO: გავიხსენოთ 16-წლის კვარაცხელიას სადებიუტო გოლი - საბერძნეთთან გაკეთებული სოლო რეიდის რეპეტიცია!
2017 წლის 18 ნოემბერი, თბილისის "დინამო" ეროვნული ლიგის 34-ე ტურის ფარგლებში მინიმალური ანგარიშით გასვლაზე ამარცხებს ქობულეთის "შუქურას".
აღსანიშნავია, რომ "ლურჯ-თეთრების" მხრიდან ის ერთადერთი გოლი გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც იმ მომენტში 16 წლის იყო.
ცნობისთვის, ეს იყო ქართველი შემტევის სადებიუტო გოლი კარიერაში. ტექნიკურად, "დინამოს" აღზრდილის პერფომანსი ძალიან ჰგავს იმ სოლო რეიდს, რომელიც მან საბერძნეთთან განახორციელა.
ირაკლი ფირცხალავა: "რატომ უნდა დარჩეს კვარაცხელია რუსეთში?"
ვარაუდი: მიზეზი, რის გამოც კვარაცხელიასთვის ბრძოლაში მონაკოს ე.წ. "უპირატესობა" აქვს