ავტორიზაცია

ირაკლი ფირცხალავა: "რატომ უნდა დარჩეს კვარაცხელია რუსეთში?"

ირაკლი ფირცხალავა: "რატომ უნდა დარჩეს კვარაცხელია რუსეთში?"
თარიღი 16 Apr 2021, 20:08

პირველ არხზე გასული გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი იყო ცნობილი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"კვარაცხელია ჩვენი იმედია და ის ძალიან მიყვარს. მაშინვე გავიცანი, როდესაც მოსკოვში ჩამოვიდა. ხვიჩას ეტყობოდა პროფესიონალიზმი.

ასეთი ქართველი ფეხბურთელი მე არ მინახავს. ბაზაზე კი არა, მინდორზე ცხოვრობს. ძალიან მორწმუნე და თავმდაბალი ადამიანია.

კვარაცხელია ძალიან მაგრად ურტყამს ჯარიმებს და საბერძნეთთან ჯარიმა აბურჯანიამ რომ დაარტყა, ძალიან მინდოდა, ეს ხვიჩას გაეკეთებინა.

ვფიქრობ, რომ კვარაცხელიამ ჯერ არ უნდა იჩქაროს, ჯერჯერობით რუსეთში დარჩეს და გეტყვით, რატომაც - ის უფრო უნდა გაიზარდოს. რუსეთში სულ სხვა დისციპლინაა და სხვა მოთხოვნებია, წამყვან ჩემპიონატებში კი - სხვა.

რუსეთში უფრო მეტად აკონტროლებენ მოთამაშეებს და დისციპლინის მოყვარულს გხდიან, რადგან საბჭოთა კავშირის სისტემაა დარჩენილი.

ევროპის სხვა ქვეყნებში კი გეუბნებიან, რომ მიდი, შეგიძლია "იგულაო", მაგრამ მოედანზე მანახე, რომ ძალიან მაგარი ხარ", - განაცხადა ქართველმა მუსიკოსმა.

ვარაუდი: მიზეზი, რის გამოც კვარაცხელიასთვის ბრძოლაში მონაკოს ე.წ. "უპირატესობა" აქვს

"მსგავსი საუბრები კვარაცხელიას დიდ ზიანს აყენებს", - რუბინის დირექტორი ხვიჩას ჟურნალისტებისგან იცავს