"ხვიჩა ყარაბახში გადასვლასთან იყო ახლოს", - ბადრი კვარაცხელია ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ
ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ გაიხსენა მომენტი, როდესაც მისი შვილით საკმაოდ აქტიურად "ყარაბახი" ინტერესდებოდა.
"ყარაბახი აქტიურად ცდილობდა ხვიჩას გადმობირებას. ის იმ დროს იყო 16 წლის, რაც ნიშნავდა იმას, რომ 18 წლამდე ჩემი შვილი პროფესიონალურ კონტრაქტს ვერ გააფორმებდა.
აზერბაიჯანული კლუბის დაინტერესება არ გადასულა ოფიციალურ წინადადებამდე და ამის გარდა, დინამო თბილისმა მის სანაცვლოდ საკმაოდ მსხვილი გამოსასყიდი მოითხოვა".
შეგახსენებთ, რომ ქართველი შემტევი "ლურჯ-თეთრებიდან" გადავიდა "რუსთავში", შემდეგ კი მოსკოვის "ლოკომოტივსა" და ყაზანის "რუბინში".
Transfermarkt-ი "დინამოს" აღზრდილს აფასებს 15 მილიონ ევროდ, ევროპული პრესა კი მის კლაუსულად, ანუ გამოსასყიდ თანხად 25 მილიონ ევროს ასახელებს.
20-წლის ვინგერის სახელს უკავშირებენ მიუნხენის "ბაიერნს", ტურინის "იუვენტუსს", "ინტერს", "მილანს", დორტმუნდის "ბორუსიასა" და კიდევ რამდენიმე ტოპ-კლუბს.