ფიფაშიც დაადასტურეს - რეალს ხამეს როდრიგესის სანაცვლოდ ერთი ევროც კი არ მიუღია
კოლუმბიური "ენვიგადოს" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კლუბმა ფიფასგან ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის "რეალიდან" "ევერტონში" ტრანსფერის თაობაზე პასუხი მიიღო.
"ფიფამ გვიპასუხა, რომ ტრანსფერი უფასოდ გაფორმდა. ცხადია, სასამართლოში სარჩელი ვერ შევიტანეთ და მოგვიწია შევგუებოდით "ევერტონისგან" მიღებულ ინფორმაციას და ყველაფერი ისე დაგვეტოვებინა, როგორც არის", - ციტირებს რამირო რუისის სიტყვებს Marca.
"ენვიგადოს" 29 წლის კოლუმბიელის ტრანსფერიდან გარკვეული პროცენტი ერგებოდა, რადგან სწორედ ამ კლუბის აღზრდილია. თუმცა, გარიგება ევროპული კლუბების განცხადებით უფასოდ განხორციელდა, ახლა კი ეს ინფორმაცია ფიფამაც დაადასტურა.
ცნობისთვის, ხამესი "ევერტონს" გასულ ზაფხულს შეუერთდა 2020/21 წლების სეზონში პრემიერ ლიგაში 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის აქტივში 6 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა როდრიგესს "კანფეტებთან" 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.
"ასე რატომ მოხდა? ფლორენტინო პერესს უნდა ჰკითხოთ", - გრანდი, სადაც რეალმა ხამესი არ გაუშვა