"ასე რატომ მოხდა? ფლორენტინო პერესს უნდა ჰკითხოთ", - გრანდი, სადაც რეალმა ხამესი არ გაუშვა
"ევერტონის" ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა განაცხადა, რომ "ატლეტიკოში" გადასვლასთან იყო ახლოს.
მოგეხსენებათ, გასული წლის სექტემბრის თვეში გადავიდა 29 წლის კოლუმბიელი "რეალიდან" ინგლისურ კლუბში.
"ატლეტიკოსთან" ყველაფერი მოგვარებული მქონდა, მაგრამ "რეალმა" არ გამიშვა. ტრანსფერი თითქმის მზად იყო განსახორციელებლად. ასე რატომ მოხდა? ფლორენტინო პერესს უნდა ჰკითხოთ", - ციტირებს ხამესის სიტყვებს ESPN.
მიმდინარე სეზონში როდრიგესმა პრემიერ ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "ევერტონი" 28 ტურში მოპოვებული 40 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.
ასევე იხილეთ:
ხამესი: "რეალში აღარავის ვუყვარვარ და ჩემი დაბრუნებაც არავის უნდა"