ცნობილი გახდა ის 12 კლუბი, რომელიც სუპერლიგის მომხრეა, 3 კი - წინააღმდეგი
ცნობილი გახდა, თუ რომელი კლუბები დათანხმდნენ ევროპის სუპერლიგის შექმნას და რომელმა კლუბებმა თქვეს უარი ტურნირში მონაწილეობაზე.
The New York Times-ის ინფორმაციით, სუპერლიგის მონაწილეთა სიაში ეს 12 კლუბი აუცილებლად იქნება:
"მანჩესტერ იუნაიტედი";
"მანჩესტერ სიტი";
"ლივერპული";
"არსენალი";
"ჩელსი";
"ტოტენჰემი";
"რეალი";
"ბარსელონა";
"ატლეტიკო";
"იუვენტუსი";
"ინტერი";
"მილანი".
მათ შორის, ვინც "ალტერნატიული სისტემის" შექმნაზე უარი თქვა, მიუნხენის "ბაიერნი", "დორტმუნდი" და "პსჟ" აღმოჩნდნენ. "პსჟ"-ს უარი იმით აიხსნება, რომ კლუბის ერთ-ერთმა დირექტორმა უკვე შეიძინა თავისი ყატარული ტელეარხისთვის ჩემპიონთა ლიგის ტრანსლირების უფლება. უეფას სუპერლიგაში მონაწილეობის გამო, "პსჟ" შეიძლება ევროთასებს ჩამოაშორონ, ამიტომაც ფრანგული კლუბის ბოსებს გარისკვა არ უნდათ.
ახალი ტურნირის პროექტი გულისხმობს ერთი ლიგის შექმნას, რომელშიც მონაწილეობას ევროპის 20 საუკეთესო კლუბი მიიღებს.
აქამდე ცნობილი გახდა, რომ სუპერლიგაში გაწევრიანებისთვის თითოეული კლუბი 350 მილიონ ევრომდე მიიღებს. არაოფიციალური ცნობით, 20 გუნდი ორ 10-გუნდიან ჯგუფად დაიყოფა. სუპერლიგის ერთ სეზონში გუნდები 18-23 მატჩს გამართავენ.
BREAKING: დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჩამნაცვლებელი ტურნირი ოფიციალურად დამტკიცდება! - MARCA