ავტორიზაცია

სლუცკიმ კვარა მიკრო-ტრავმით ათამაშა? - მწვრთნელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა

სლუცკიმ კვარა მიკრო-ტრავმით ათამაშა? - მწვრთნელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა
თარიღი 18 Apr 2021, 23:11

რუსეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში ყაზანის "რუბინი" "ურალს" დაუპირისპირდა და 0:1 გაიმარჯვა.

30-ე წუთზე, "რუბინის" ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანი ტრავმის გამო დატოვა.

საქმე იმაშია, რომ კვარამ მცირე დაზიანება მე-20 წუთზეც მიიღო და მოედნიდან ცოტა ხნით გავიდა, რამდენიმე წუთში კი დაბრუნდა.

ამის გამო, "რუბინის" თავკაცს ლეონიდ სლუცკის აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ რუს სპეციალისტს კვარა მაშინვე უნდა შეეცვალა და მინდორზე მიკრო-ტრავმით არ უნდა შეეშვა.

ამის შესახებ, მატჩის შემდეგ მას ჟურნალისტებმაც ჰკითხეს, სლუცკიმ კი თქვა, რომ კვარას მიკრო-ტრავმა არ ჰქონია.

ფაქტი კი ერთია - კვარაცხელიას ტრავმა აქვს და თუ რა სიმძიმისაა ეს ტრავმა, ხვალ გახდება ცნობილი.

სლუცკიმ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

VIDEO: ოღონდ ეს არა! - კვარაცხელიამ 30-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს