ევროპის სუპერლიგის პირველი პრეზიდენტის ვინაობა ცნობილია
12-მა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათ ევროპის სუპერლიგა დაარსეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის წამყვანმა 12-მა კლუბმა მოილაპარაკა და ახალი, შუა კვირებში გასამართი ევროტურნირი, ევროპის სუპერლიგა დააარსა.
ეს 12 კლუბია: „მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“.
ცნობილია ისიც, რომ ამ ტურნირის მთავარი ინიციატორები "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იყვნენ.
უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ სუპერლიგის პირველი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 74 წლის ესპანელი წლებია მადრიდის "რეალის" პრეზიდენტია.