ავტორიზაცია

"გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს", - რუსული პრესა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმის შესახებ

"გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს", - რუსული პრესა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმის შესახებ
თარიღი 19 Apr 2021, 12:13

როგორც მოგეხსენებათ, ეკატერინბურგის "ურალისა" და ყაზანის "რუბინის" შეხვედრაში სტუმართა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო ტრავმა და მოედანი ნაადრევად დატოვა.

რუსულ პრესაში ვრცელდება სხვადასხვა ვერსიები იმასთან დაკავშირებით, თუ რა სჭირს რეალურად ქართველ ვინგერს. ყველაზე გავრცელებული ჟღერს ასე:

"კვარაცხელიამ მიიღო ბარძაყის კუნთის უკანა ნაწილის ტრავმა, რაც მარტივი დაზიანება სულაც არ არის. აღნიშნული ტრავმის მკურნალობას სჭირდება დაახლოებით თვე-ნახევარი.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი სრულდება ერთ თვეში, არაა გამორიცხული, რომ ქართველმა ვინგერმა დაბრუნება ვერ მოასწროს", - წერს Bussines Online.

აღსანიშნავია, რომ რუსული გუნდის ხელმძღვანელობას თავიანთი გუნდის გარემარბის ტრავმის სიმძიმის თაობაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

20-წლის ფლანგელი გამოკლვევას ჩაიტარებს დღეს, 19 აპრილს, რის შემდეგაც საბოლოოდ გაირკვევა თუ როდის დაბრუნდება ის.

სლუცკიმ კვარა მიკრო-ტრავმით ათამაშა? - მწვრთნელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა

"ჯანმრთელობა, ხვიჩა!", - რუბინი კვარაცხელიას ტრავმას გამოეხმაურა